ქალი საბჭოთა პოსტერებში

ირაკლი თაკალანძე
მითების დეტექტორის ლაბორატორია
როგორ დაიწყო ყველაფერი?

ორშაბათია, სახლში ვზივარ და პროგრამის არჩევანის რეჟიმში ჩართვას ველოდები რომ სასურველი საგანი ავირჩიო, სამი ხდება, ისტერიულად ვარეფრეშებ რომ მოვასწრო, რამდენიმე წამში შეტყობინებას ვხედავ, კურსზე „გენდერი და პოლიტიკა" ჯგუფის კვოტა შეივსო. გადავწყვიტე, არ დავნებდე და ჩემთვის საინტერესო თემის ირგვლივ ინფორმაციის დამოუკიდებლად ძიება დავიწყო. უნივერსიტეტის გზაზე ყოველდღე ძალიან ბევრ პოსტერს ვაწყდები, ბილბორდებზე სარეკლამო ბანერები სწრაფად იცვლება, თუმცა თითქმის არ იცვლება ფორმა - თუკი ქალია ბილბორდზე, აუცილებლად ჩაჯდება ის ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე ამპლუაში: დიასახლისი, დედა, სექსის ობიექტი. ეს უკანასკნელი ამპლუა განსაკუთრებულად მოსწონთ დღეს. აი, მაგალითად, თბილისში, ვაგზლის მოედანზე შენიშნავთ ერთ-ერთი კაზინოს სარეკლამო ბილბორდს, სადაც ქალები არიან გამოსახულები წარწერით "აზარტი ყველა გემოვნებისათვის". მარტივია, ამოიცნო ქვეტექსტი- განსხვავებული გარეგნობის ქალები, "სექსის გამცემები", სხვადასხვა გემოვნების მამაკაცების დასაკმაყოფილებლად.

ამ ტენდენციის შემხედვარე უფრო მეტად ვინტერესდები, რა ხდებოდა საბჭოთა კავშირში, როდესაც საქმე ქალის სარეკლამოდ გამოსახვაზე მიდგებოდა საქმე?
პირველი, რასაც ვაკეთებ, საძიებო სისტემაში ვწერ: „საბჭოთა პოსტერები." აი, პირველი სტატიაც სათაურით "საბჭოთა დროინდელი ეროტიული პლაკატი-პოსტერები".
ერთი შეხედვით, პოსტერები ძალიან განსხვავდება მანამდე ნანახი საბჭოთა პოსტერებისაგან, ქალები - მოკლე ქვედაბოლოებით, ვნებიანი მზერით.. აქამდე საბჭოთა ქალის გამოსახულება ჩემთვის სულ სხვაგვარი იყო, როგორიც მანამდე მინახავს. დავუშვათ, რომ არა...მაინც ვეჭვდები მათ საბჭოთა წარმომავლობაში. ტექსტში წერია, რომ ისინი 1960იან წლებში შეიქმნა. გადასამოწმებლად მათი ავტორის ძიებას ვიწყებ. როგორც ვკითხულობ, ვალერი ბარიკინი დაიბადა 1966 წლის 2 მაისს. ჩემი ეჭვი მართლდება, არამგონია, 1966 წელს დაბადებულ ხელოვანს თუნდაც 4 წლის ასაკში (1970) მოესწრო მსგავსი ნამუშევრების შექმნა.

ეს პოსტერები ონლაინ იყიდება. https://shop.erarta.com გვთავაზობს ლიმიტირებულ მის გამოცემებს. მათ შექმნის თარიღად 2000-იანი წლები აწერია, ავტორი: ვალერი ბარიკინი.
ბარიკინის "საბჭოთა პინ-აპ"-ის გვერდზე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ამ ავტორის უამრავი ნამუშევარი, რომელიც მასობრივ წარმოებაში ნამდვილად არის, სხვადასხვა სახით, თუმცა ის საბჭოთა კავშირში ნამდვილად არ არის შექმნილი და რეალურად, ბარიკინის პროექტს წარმოადგენს.
საბჭოთა პოსტერებად გვაწვდის კიდევ ერთი ქართული ბლოგი თანამედროვე პოპ -არტ ნამუშევრებს: https://mwvanevashli.wordpress.com/2011/08/21/sex_ussr/
"საბჭოთა კავშირის სექს-პლაკატები, რომელთა უმრავლესობამაც პოლიტბიუროს ცენზურა ვერ გაიარა."
ინტერნეტში ზუსტად ამ სათაურით რუსული სტატია იძებნება "Секс-плакаты СССР, которые не прошли цензуры в политбюро" http://vlasti.net/news/103069
სტატიას თან ახლავს პოპ-არტ პოსტერები და ტექსტი: "Секс-плакаты СССР сейчас настолько популярны, что предприимчивые граждане уже давно организовали их массовове тиражирование и продажу."
"სექს-პლაკატები იმდენად პოპულარულია, რომ მოქალაქეებმა დიდი ხანია, დაიწყეს მისი მასობრივი წარმოება და გაყიდვა."
ქართული და რუსული სტატიები ამ ინფორმაციით ერთი მხრივ, ცდილობენ დაარწმუნონ მკითხველები, რომ "საბჭთა კავშირში სექსი იყო" და მეორე მხრივ, ამას ქალის სექსუალური ობიექტივიზაციის გზით აკეთებენ და იყენებენ თანამედროვე პოპ-არტ ნიმუშებს.

ამ რეალობას გვთავაზობენ დღეს, საინტერესოა, როგორი იყო რეალურად ქალი საბჭოთა პოსტერებზე?

საბჭოთა კავშირში პოსტერი ურბანული ლანდშაფტის ფართო მახასიათებელი იყო, პლაკატებს ნახავდით ყველგან, ქარხნებზე, კედლებზე, სარკინიგზო მანქანებზე, ტელეგრაფის ბოძებზე, ყველგან! პლაკატი წარმოადგენდა პროპაგანდის ძლიერ საშუალებას. საბჭოთა პროპაგანდა - ეს იყო მისი უმთავრესი დანიშნულება.
როგორც ვხედავთ წლების მიხედვით სიუჟეტი იცვლება და პროპაგანდის მიზნებიც დროთა განმავლობაში შეიცვალა, მაგრამ უცვლელი რჩება ერთი, საბჭოთა ქალი რომელიც "ემანსიპაციის" შემდეგაც ვერ გათავისუფლდა მონობისგან.

მითია თუ რეალურად იყო საბჭოთა კავშირში გენდერული თანასწორობა? ამ თემაზე სასაუბროდ გენდერის მკვლევარს, ლელა ხომერიკს შევხვდი.
როგორც ვხედავთ საბჭოთა პროპაგანდამ, საბჭოთა კავშირის არსებობის მანძილზე გრძელი და საინტერესო გზა გაიარა, მოდერნიზაციის მიმართულება ახალი საბჭოთა ქალი გახდა, ისინი სამზარეულოს მონობიდან გათავისუფლდნენ, შემდეგ მშრომელი, გარდაქმნილი ქალები გახდნენ, რომლებიც საბჭოთა აღმშენებობაში იყვნენ ჩაბმულნი, საბოლოოდ კი საბჭოთა კავშირმა მშრომელი დედის იმიჯით დაასრულა, ანუ პატრიარქალური სისტემა ხელუხლებელი დარჩა.


მოამზადა ირაკლი თაკალანძემ
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website